bunebis Zegli - jvris uReltexilis traventinebi
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები - მდ. ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდ. ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წამოქნის.
მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მდ. ბიდარას ხეობა, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ, 2197 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 31.913 E44 28.325
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დაბა გუდაური.
დაბა გუდაური - ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი - 10 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.